1. მთლიანი ბადრიჯნები გარეცხეთ კარგად, არ მოაცალოთ ყუნწი. ჩაჭერით შუაზე, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეთი და შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.2. გულსართი: ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში ნიორთან ერთად, ჩაამატეთ გახეხილი პომიდორი, ტომატის პასტა, ცოტა რომ შესქელდება უყავით მწვანილები, მარილი, წიწაკა, წამოადუღეთ და გადმოდგით.3. ჩააწყვეთ ბადრიჯნები ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ამოავსეთ მომზადებული გულსართით, მორჩენილი გულსართი მოასხით ზემოდან და გვერდებზე და შედგით ღუმელში 10 წუთი. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ ცოცხალი ოხრახუში.