კვერცის ცილით და შაქრით გავაკეთოთ მკვრივი ბეზე. შევურიოთ გულები და ზეთი. შემდეგ მიქსერის გარეშე შევურიოთ ფქვილი და სოდა. გადავიტანოთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-40 წთ.კრემი1: კვერცხის გული შაქარი და სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ ცხელი რძე. და¬ვდგათ დაბალ ცეცხლზე და მოვხარშოთ შექსქე¬ლებამდე. ცხელსვე შევურიოთ კარაქი. თხილი მოვხალოთ, შემდეგ შაქარი გავადნოთ და დავასხათ თხილს. გაცივების შემდეგ დავფ¬ქვათ წმინდად ბლენდერში და შევურიოთ კრემს. კრემი: 2 შოკოლადი გავადნოთ ცოტა ნაღებ¬თან ერთად, გავაცივოთ. ავთქვიფოთ დარჩენმი¬ლი ნაღები და შევათქვიფოთ შოკოლადი.ტორტი გავჭრათ სამ ფენად, დავნამოთ ყავით, ორ ფენას წავუსვათ შოკოლადის კრემი, ერთს მოხარშული. გავაჩეროთ 1 ღამე მაცივარში.ჟურნალი "გემრიელი"(გამოდის თვის დასაწყისში)