დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- 50 გრ თხილი + 50 გრ შაქარი
- შაქარი - 80 გრ
- კარაქი - 50 გრ
- ვანილი - 1 შეკვრა
- რძე - 250 მლ
- სახამებელი - 1 სკ
- კვერცხის გული - 2 ცალი
კრემი
- სოდა - 1/3 ჩკ
- შაქარი - 4 სკ
- ზეთი - 3 სკ
- ფქვილი - 150 გრ
- კვერცხი - 4 ცალი
კრემი 2
- შოკოლადი - 100 გრ
- ნაღები - 300 გრ
- ყავა - 1 ჭიქა
- ვისკი ან კონიაკი - 2 სკ
მომზადების წესები
კვერცის ცილით და შაქრით გავაკეთოთ მკვრივი ბეზე. შევურიოთ გულები და ზეთი. შემდეგ მიქსერის გარეშე შევურიოთ ფქვილი და სოდა. გადავიტანოთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-40 წთ.
კრემი1: კვერცხის გული შაქარი და სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ ცხელი რძე. და¬ვდგათ დაბალ ცეცხლზე და მოვხარშოთ შექსქე¬ლებამდე. ცხელსვე შევურიოთ კარაქი.
თხილი მოვხალოთ, შემდეგ შაქარი გავადნოთ და დავასხათ თხილს. გაცივების შემდეგ დავფ¬ქვათ წმინდად ბლენდერში და შევურიოთ კრემს.
კრემი: 2 შოკოლადი გავადნოთ ცოტა ნაღებ¬თან ერთად, გავაცივოთ. ავთქვიფოთ დარჩენმი¬ლი ნაღები და შევათქვიფოთ შოკოლადი.
ტორტი გავჭრათ სამ ფენად, დავნამოთ ყავით, ორ ფენას წავუსვათ შოკოლადის კრემი, ერთს მოხარშული. გავაჩეროთ 1 ღამე მაცივარში.
ჟურნალი "გემრიელი"
(გამოდის თვის დასაწყისში)