ხორცი კუბებად დავჭრათ და მოვბრაწოთ ღრმა ქვაბში. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, დავუწიოთ ცეცხლს და ვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ ბრინჯი, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხორცი რომ დარბილდება, დავუმატოთ ტომატი ან პამიდვრის პიურე და ტყემალი. თუ ტყემალი ან ალუჩა ხილის სახით გვაქვს, ჯერ გავთუთქოთ, გავხეხოთ და შემდეგ ჩავუმატოთ. წყლის რაოდენობა იმის მიხედვით განვსაზღვროთ თუ რა სისქის წვნიანი გვინდა.მზა კერძს დავუმატოთ ნიორი, მარილი, პილპილი, მწვანილი.ჟურნალი "გემრიელი"(გამოდის თვის დასაწყისში)