შეურიეთ ერთმანეთს შაქარი და ფქვილი, დაუმატეთ რძე, აადუღეთ, ისე რომ ცოტა შესქელდეს, თან ურიეთ. შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი და გაყავით 2 ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ ვანილი, მეორეს კი კაკაო. კიდევ ერთხელ წამოადუღეთ ორივე, რათა უფრო გასქელდეს. გაანაწილეთ ჭიქებში ფენებად, ფენებს შორის შეგიძლიათ მოაყაროთ მოხალული თხილი. გააცივეთ და გემრიელად მიირთვით.