1.გარეცხილი ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი. ამის შემდეგ გაავლეთ წყალი, გაწურეთ და შეამშრალეთ ხელსახოცით. ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში და შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.2. შეურიეთ ერთმანეთს მდნარი ყველი, მაიონეზი, არაჟანი, ლიმონის წვენი, გატარებული ოხრახუში და ნიორი, მარილი და ეს სოუსი ფენა-ფენა წაუსვით შემწვარ ბადრიჯანს და რგოლებად დაჭრილ პომიდორს. შეინახეთ მაცივარში 1 საათი.გემრიელად მიირთვით!