სოკოს ჩაშუშული
სოკოს ჩაშუშული
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
გემრიელი და მარტივი კერძი

ინგრედიენტები

  • ქამასოკო - 500 გრ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ზეთი - 5 სკ
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • ტარხუნა - 1 კონა
  • ოხრახუში და ქინძი - 1-1- კონა
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
ქამა სოკო გარეცხეთ და დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ საკუთარ წვენში. წვენის დაშრობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ მცირე რაოდენობით წყალი, წყალიც რომ დაშრება დაასხით ზეთი და დააყარეთ წვრილად დაკეპილი ხახვი და ნიორი. ხახვი და ნიორი, რომ მოიშუშება დააყარეთ წინასწარ გარეცხილი, დაჭრილი და ერთმანეთში არეული ყველა მწვანილი. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი, შეაზავეთ პილპილით, მარილით და გემრიელად მიირთვით!