გარეცხილი და გასუფთავებული მოცვი ჩავყაროთ ქვაბში, დავაყაროთ შაქარი და კარგად ავურიოთ, გავაჩეროთ დღის ბოლომდე. შემოვდგათ ქვაბი ნელ ცეცხლზე და ავადუღოთ. ვხარშოთ მომზადებამდე, სანამ ჯემი შესქელდება. პერიოდულად ამოვურიოთ. მოხარშული ჯემი ცხლად ჩავასხათ ქილებში. შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.