სარდელი რამდენიმე ადგილას ჩავსეროთ და ზეთში შევწვათ. ამოვიღოთ და დროებით გადავდოთ. იმავე ტაფაზე მოვშუშოთ გრძლად დაჭრილი ხახვი და კომბოსტო, თან ვურიოთ. შევაზავოთ მარილითა და პილპილით. რომ მოიშუშება, მოვასხათ სოიოს სოუსი, ზედ დავაწყოთ სარდელები, თავზე დავახუროთ და 3-5 წუთი კიდევ დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე.რჩევავინაიდან სოიოს სოუსი მარილიანია, კერძს ნაკლები მარილი მოვაყაროთ, რომ არ დამლაშდეს. ჟურნალი "გემრიელი"(გამოდის თვის დასაწყისში)