ქათმის ხორცის პელმენი
ქათმის ხორცის პელმენი
დრო 60წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხახვი - 1
  • ოხრახუში - 4-5 ღერი
  • ნიორი - 1 კბილი
  • ქათმის ხორცის ფარში - 500 გ
  • გულსართისთვის
  • კვერცხი - 1
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • თბილი წყალი - რამდენსაც შეიზელს
  • ფქვილი - 2-3 ჭ
  • ცომისთვის
  • მდუღარე წყალი - 3-4ს.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ქათმის ხორცის ფარშს შევურიოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიორი, ხახვი და ოხრახუში, შევანელოთ სანელებლებით და დავასხათ მდუღარე წყალი.

2 ჭიქა ფქვილს დავამატოთ მარილი და კვერცხი, ნელ-ნელა ვამატოთ თბილი წყალი და მოვზილოთ მაგარი, ელასტიკური ცომი, ძალიან თხლად გავაბრტყელოთ და პატარა ჭიქით ამოვჭრათ. თუ ცომი მსხვილი გვეჩვენა, შეგვიძლია თითოეული წრე ცალკე გავაბრტყელოთ, შემდეგ ზედ მოვათავსოთ ფარში, შევკრათ და მოვხარშოთ მდუღარე მარილ-წყალში. მზა პელმენი მივირთვათ კარაქთან, არაჟანთან ან გახეხილ ყველთან ერთად.