1. შეურიეთ ერთმანეთს თაფლი, შაქარი, კარაქი და წყალი, შემოდგით ცეცხლზე, რომ წამოდუღდება გადმოდგით , დაუმატეთ სოდა ძმრით და ფქვილი. მიღებული ცომი გაყავით 6-7 ნაწილად, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ 180 გარდუსზე გახურებულ ღუმელში.2. კრემი: კვერცხს შეათქვიფეთ შაქარი, ფქვილი, ჩაასხით ცივი რძე და შემოდგით ცეცხლზე და ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა აადუღეთ და დატოვეთ ცეცხლზე სანამ არ შესქელდება. გადმოდგით და გააგრილეთ. შემდეგ შეურიეთ კარგად ათქვეფილი კარაქი, კონიკი, ვანილი და წვრილად დაფქვილი თხილი ან ნიგოზი.3. წაუსვით კრემი ფირფიტებს და შედგით მაცივარში რამოდენიმე საათი.გემრიელად მიირთვით!