დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
უგემრიელესი დესერტი მინიმალურ დროში
ინგრედიენტები
- კარაქი - 300 გრ
- ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია"), შოკოლადის - 300 გრ
- თხილი - 1 ჭიქა
- შაქარი - 0,5 ჭიქა
- შესქელებული რძე - 1 ქილა
- კაკაო - 4 სკ
- შოკოლადი - 200 გრ
მომზადების წესები
1. დაფქვით "პეჩენიები" და თხილი.
2. გაადნეთ კარაქი, ჩაამატეთ შესქელებული რძე, შაქარი, კაკაო, შემოდგით ცეცხლზე და გააჩერეთ 5 წუთი, არ შეწყვიტოთ მორევა.
3. შეურიეთ ერთმანეთს კარგად ორივე მასა, მოათავსეთ ლამაზ ჭურჭელში, მოასხით თავზე გამდნარი შოკოლადი და მორთეთ თხილით ან ნიგვზით.
გემრიელად მიირთვით!