ხაჭოს დესერტი ხილის სოუსით
ხაჭოს დესერტი ხილის სოუსით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 200 გრ
  • არაჟანი - 200 გრ
  • შაქარი - 70 გრ
  • ჟელატინი - 5 გრ
  • მარწყვი ან სეზონური ხილი
  • ვანილი
მომზადების წესები
ჟელატინი დავალბოთ წყალში, დავდგათ ცე¬ცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.
ხაჭო და არაჟანი გავთქვიფოთ შაქართან ერ¬თად. დავუმატოთ ჟელატინი, შემდეგ ვანილი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით ან ბლენდერით.
ნებისმიერ ჩვენთვის სასურველ ფორმაში და¬ვაფინოთ საკვები ცელოფანი და ჩავასხათ ხაჭოს მასა. გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 4-5 საათი.
მარწყვი და შაქარი ბლენდერით ავთქვიფოთ, თეფშზე ამოღებულ ხაჭოს დესერტს ზემოდან მოვასხათ და ისე მივირთვათ.

ჟურნალი "გემრიელი"
(გამოდის თვის დასაწყისში)
ტეგები:
ხაჭო არაჟანი ნანახია: 3846