უგემრიელესი კერძი - ქათმის ფილე და კარტოფილი
უგემრიელესი კერძი - ქათმის ფილე და კარტოფილი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
გემრიელი სადილი მარტივი ინგრედიენტებით

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 500 გრ
  • კარტოფილი - 8-10 თავი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • არაჟანი - 4-5 სკ
  • მწვანე ხახვი - 5-6 ღერი
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. დაჭერით ქათმის ფილე მოზრდილ კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა. გააჩერეთ 15 წუთი და კარგად შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე.

2. მოხარშეთ კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად.

3. ცეცხლგამძლე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს მომზადებული კარტოფილი და ფილე.

4. ათქვიფეთ კვერცხი და არაჟანი, შეურიეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი და შავი წიწაკა. მოასხით ეს სოუსი ქათმის ფილეს და კარტოფილს და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფრად არ მოიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
კარტოფილი ხორცი ფილე სადილი ნანახია: 80486