ქათამი ფრანგულად
ქათამი ფრანგულად
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 3 ცალი
  • მდნარი ყველის ფენები - 6 ცალი
  • ბეკონი ან ლორი - 6 ფენა
  • სახამებელი - 1 სკ
  • თეთრი მშრალი ღვინო - 1/2 ჭიქა
  • ნაღები - 1 ჭიქა
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
  • ფქვილი - 3 სკ
  • პაპრიკა - 1 ჩკ
მომზადების წესები
1. 3 ცალი ქათმის ფილე გაჭერით შუაზე, ისე რომ მიიღოთ 6 ფენა. დაბეგვეთ ოდნავ, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, თითოეულს დაადეთ ფენოვანი ყველი და ლორი და გადაახვიეთ რულეტისებურად. ამოსვარეთ რულეტები 3 სკ ფქვილისა 1 ჩკ პაპრიკის ნაზავში. აუცილებლად შეკარით კბილის ჩხირებით, რათა შეწვისას არ გაიხსნას.

2. გააცხელეთ ზეთიანი ტაფა და შეწვით რულეტები ყველა მხრიდან. იგივე ტაფაზე დაასხით 1/2 ჭიქა ღვინო, უყავით მარილი, წიწაკა, დააფარეთ თავი და გააჩერეთ ცეცხლზე 30 წუთი.

3. შემწვარი რულეტები ამოალაგეთ ცალკე ჭურჭელზე.

4. სოუსის მომზადება: შეურიეთ სახამებელი ნაღებს და დაასხით ტაფაზე, რომელშიც რულეტები შეწვით, ურიეთ სანამ მასა არ გასქელდება.

5. მოასხით მომზადებული სოუსი ქათმის რულეტებს და მოაყარეთ პაპრიკა.
ტეგები:
ქათამი სოუსი ფილე სადილი ნანახია: 7738