აჩმა 30 წუთში
აჩმა 30 წუთში
დრო 35წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

აჩმა მარტივად და სწრაფად

ინგრედიენტები

  • სომხური ლავაში - 4-6
  • სულგუნი ან სხვა რბილი ყველი - 600 გრ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • კეფირი
  • კარაქი - 70-100 გრ
  • კვერცხი გადასასმელად
მომზადების წესები

ყველი გავხეხოთ. კვერცხი ავთქვიფოთ და შევურიოთ კეფირი. შემდეგ ყველი და კვერცის მასა ერთმანეთს შევურიოთ. კეფირის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, ისე რომ მასა ოდნავ თხელი გამოვიდეს.

გვერდებიან ფორმას ცხიმი წავუსვათ და ჩავაფინოთ ლავაში. დავადოთ ყველის ნაწილი, ისევ ლავაშის ფენა, კვლავ ყველი და ბოლოს ლავაში.
ზემოდან ჩავჭრათ ცომი, ნაჭრებში ჩავასხათ დადმდნარი კარაქი, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთი ვაცხოთ.

ტეგები:
ყველი კეფირი ლავაში აჩმა ნანახია: 110040