ლიმნები ჯერ ხელში მოვსრისოთ, შემდეგ კი გავჭრათ და გამოვწუროთ წვენი. 1,5 ლ წყალი ავადუღოთ და გემოვნებით დავატკბოთ. ლიმონის წვენი ცალკე შევინახოთ, მისი გაწურული ნაჭრები კი მოვათავსოთ მდუღარე შაქრიან წყალში. 5 წუთის დუღილის შემდეგ ნახარში გადავწუროთ, დავამატოთ გამოწურული წვენი, სურვილისამებრ კიდევ დავუმატოთ შაქარი და გავაცივოთ. რჩევაგრილ დღეებში ეს სასმელი შეგვიძლია თბილიც მივირთვათ. ლიმონის წვენს შაქრის ნაცვლად შეგვიძლია თაფლი დავამატოთ.