ლიმონის გამაგრილებელი სასმელი
ლიმონის გამაგრილებელი სასმელი
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონი - 4
  • წყალი - 1.5 ლ
  • შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესები
ლიმნები ჯერ ხელში მოვსრისოთ, შემდეგ კი გავჭრათ და გამოვწუროთ წვენი. 1,5 ლ წყალი ავადუღოთ და გემოვნებით დავატკბოთ. ლიმონის წვენი ცალკე შევინახოთ, მისი გაწურული ნაჭრები კი მოვათავსოთ მდუღარე შაქრიან წყალში. 5 წუთის დუღილის შემდეგ ნახარში გადავწუროთ, დავამატოთ გამოწურული წვენი, სურვილისამებრ კიდევ დავუმატოთ შაქარი და გავაცივოთ.

რჩევა

გრილ დღეებში ეს სასმელი შეგვიძლია თბილიც მივირთვათ. ლიმონის წვენს შაქრის ნაცვლად შეგვიძლია თაფლი დავამატოთ.

ტეგები:
ლიმონი ლიმონათი ნანახია: 30459