დრო
15წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- პომიდორი - 4 ცალი
- კვერცხი - 4 ცალი
- გახეხილი ყველი~ - 4 სკ
- არაჟანი - 2 სკ
- მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. გარეცხილ პომიდვრებს მოაჭერით თავი და ფრთხილად ამოაცალეთ გული .
2. გახეხეთ ყველი, შეურიეთ არაჟანი და ამოავსეთ პომიდვრები. შემდეგ, ჩაახალეთ მთელ-მთელი კვერცხი, მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა.
3. დაჭერით პური მოგრძო ზოლებად, წაუსვით კარაქი, დაალაგეთ საცხობ სინზე მომზადებულ პომიდვრებთან და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!