ხბოს ხორცის უგემრიელესი კერძი
ხბოს ხორცის უგემრიელესი კერძი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხბოს ხორცი - 1 კგ
  • ხახვი - 1 მოზრდილი
  • პომიდორი - 2 ცალი
  • ბულგარული წიწაკა - 4 ცალი
  • ნიორი - 4-5 კბილი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
ხბოს ნეკნები დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. მოხარშვამდე ცოტა ხნით ადრე ჩაამატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ოთხად დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა ( თუ ბულგარულს ფერადს შეარჩევთ უკეთესია), ნიორი და კარგად მოხარშეთ. ბოლოს შეკმაზეთ მარილით და წიწაკით, ამოურიეთ და გამორთეთ.

სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.




ტეგები:
წიწაკა ხორცი სადილი ბულგარული ნანახია: 11992