დრო
120წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- კვერცხი - 10 ცალი
- შაქარი - 10 სკ
- ფქვილი - 10 სკ
- ვანილი - 1 შეკვრა
- ჭარხლის წვენი - 3 სკ
კრემი
- კარაქი - 300 გრ
- შაქარი - 1,5 ჭიქა
- წყალი - 1 ჭიქა
- ჭარხლის წვენი - სასურველი ფერის მისაღებად
- ვანილი - 1 შეკვრა
სანამავი
- მდუღარე წყალი - 1 ჭიქა
- შაქარი - 3 სკ
- ჭარხლის წვენი - 2 სკ
მომზადების წესები
1. 10 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ საამ ღრუბელივით არ გახდება, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 10 სკ შაქარი, 10 კვერცხის ცილა, 10 სკ ფქვილი, ვანილი და ძალიან წითელი ჭარხლიდან გამოწურუ ლი 3 სკ წვენი. მოვათავსოთ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოვაცხოთ 18 გრადუსზე.
2. კრემი: 300 გრ დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ, ნელ-ნელა შევურიოთ 1 ჭიქა წყლის, 1,5 ჭიქა შაქრის და ჭარხლის წვენისგან მოზადებული სიროფი.
3. მომზადება: გაცივებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ შემდეგნაირად მომზადებული სიროფით: 1 ჭიქა ადუღებულ წყალში შევურიოთ 3 სკ შაქარი, 2 სკ კონიაკი და 2 სკ ჭარხლის წვენი. შემდეგ წავუსვათ პირველ ფენას მომზადებული კრემი და გარედანაც მოვრთოთ ამ კრემით სურვლისამებრ.