მადისაღმძვრელად შებრაწული ქათმის ბარკლები
მადისაღმძვრელად შებრაწული ქათმის ბარკლები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
მოამზადეთ ქათამი ისე, როგორც სწრაფი კვების ობიექტებში

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკლები - 1 კგ
  • მარილი - 1 ჩკ
  • შავი წიწაკა - 1 ჩკ
  • ნიორი - 4-5 კბილი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • წყალი - 30 მლ
  • კეჩუპი ან აჯიკა - 2 სკ
  • ფქვილი - ამოსავლებად
  • ზეთი - შესაწვავად
მომზადების წესები
1. გასუფთავებული ქათმის ბარკლები შეამშრალეთ, კარგად შეასუნელეთ მარილით, შავი წიწაკით, დაჭყლეტილი ნივრით და გააჩერეთ 15-20 წუთი.

2. ჯამში შეათქვიფეთ ერთმანეთს კვერცხი, წყალი და ცხარე აჯიკა ან კეჩუპი. კარგად ამოსვარეთ ამ მასაში ქათმის ბარკლები.

3. ცალკე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და მარილი. ბოლოს ამოსვარეთ ამ ნარევში ბარკლები და შეწვით ბლომად ზეთში, სანამ კარგად არ შეიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
ქათამი ხორცი სოუსი ფრინველი ნანახია: 8596