1. გასუფთავებულ ბულგარულ წიწაკებს მოვაჭრათ ყუნწი და ამოვაცალოთ თესლი. 2. გავრეცხოთ მწვანილი, შევამშრალოთ და დავჭრათ წვრილად ნიორთან ერთად. 3. ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, ჩავყაროთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები, მოვურიოთ კარგად და ავადუღოთ. ამ მასაში ნაწილ-ნაწილ მოვშუშოთ ბულგარული წიწაკები 5-10 წუთი. ბოლოს ჩავყაროთ წიწაკები, დაჭრილი მწვანილი და ნიორი ერთად იგივე ზეთიან ქვაბში, კარგად ამოვურიოთ, წამოვადუღოთ, ჩავაწყოთ მინის ქილებში მჭიდროდ და მოვხუფოთ. 4. შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.