1. ბლენდერით კარგად შეურიეთ ერთმანეთს შოკოლადის "პეჩენიები" და კარაქი. მიღებული მასა კარგად გააბრტყელეთ 24 სმ დიამეტრის საცხობ ფორმასი, რომელსაც წინასწარ უნდა გამოაკრათ ცხიმწასმული ქაღალდი.2. ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი.3. მიქსერით კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შეურიეთ კრემ-ყველი. შემდეგ, კოვზით შეურიეთ გამდნარი შოკოლადი, კაკაო და ვანილი, ბოლოს კი არაჟანი.4. მიღებული მასა მოასხით ფორმაში ჩადებულ ბისკვიტს და შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათი. დრო რომ გავა, გამორთეთ ღუმელი, შეაღეთ კარი და დატოვეთ ნამცხვარი ღუმელში 2 საათი. 5. ბოლოს შედგით მაცივარში 1 საათით, გამოიღეთ, მოაყარეთ კაკაო და გემრიელად მიირთვით!