1. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხედებად. საცხობ სინზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და დაალაგეთ სამკუთხედები ერთმანეთთან ახლოს, ისე რომ მიიღოთ ვარსკვლავის ფორმა. თითოეულ სამკუთხედზე დააფინეთ ბეკონის ფირფიტები. 2. ჯამში შეათქვიფეთ ერთმანეთს რძე, კვერცხი, მარილი, შავი წიწაკა და ბულგარული. მიღებული მასა დაასხით ცხელ ტაფაზე, დააფარეთ თავი და შეწვით ისე რომ კვერცხი სულ არ გამოშრეს. 3. მომზადებული კვერცხი კოვზით მოათავსეთ სამკუთხედებზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი, შემოაკეცეთ ცომის ბოლოები ისე როგორც სურათზეა და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი. გემრიელად მიირთვით!