უგემრიელესი მაკარონი ხორცით
უგემრიელესი მაკარონი ხორცით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაკარონი - 500 გრ
  • საქონლის ფარში - 500 გრ
  • ხახვი - 1 თავი
  • ზეთი - 25 მლ
  • გახეხილი ყველი, შვეიცარული - 200 გრ
  • ოხრახუში - 6-7 ღერი
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში, მოათავსეთ თუშფალანგზე და კარგად დაწურეთ.

2. გააცხელეთ ზეთიანი ტაფა, დააყარეთ ფარში და მოშუშეთ, თან შიგადაშიგ საჭყლეტით დასრისეთ და ურიეთ. დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მზად რომ იქნება, უყავით მარილი, შავი წიწაკა და თქვენთვის სასურველი სუნელები.

3. შეურიეთ ერთმანეთს მომზადებული ფარში, მაკარონი, გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში, გადაიტანეთ ცეცხლამძლე ჭურჭელში და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
ფარში ყველი მაკარონი სადილი ნანახია: 31237