განსხვავებული შოკოლადის კექსი
განსხვავებული შოკოლადის კექსი
დრო 50წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • პუდინგის ფხვნილი - 1 შეკვრა
  • გამაფხვიერებელი - 0,5 შეკვრა
  • მაწონი - 1 ჭიქა
  • შავი შოკოლადი - 50 გრ
  • რძე - 2 სკ
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 150 გრ
  • ჯავზი - 1/3 ჩკ
  • საფერავი - 1 სკ
  • ნიგოზი - 2 სკ
მომზადების წესები
კერცხის ცილა ცალკე ფაფუკ მასად ავთქვიფოთ.
ცალკე გულები და შაქარი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, მაწონი, პუდინგის ფხვნილი, გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
ერთგვაროვან მასას დავუმატოთ ჯავზი, გამდნარი შოკოლადისა და რძის ნარევი.
შემდეგ ხის კოვზით დელიკატურად შევურიოთ გათქვეფილი ცილა და ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში მოვათავსოთ.
დაახლოებით 30 წუთი ვაცხოთ, გავსინჯოთ არის თუ არა მზად ხის ჩხირით _ ჩავარჭოთ და სისველე არ უნდა ამოჰყვეს.
შაქრის პუდრი და ღვინო კარგად ავურიოთ, სანამ თხევად, ერთგვაროვან მასას მივიღებთ და მოვასხათ ნამცხვარს. ზემოდან მოვრთოთ ნიგოზით.