ყველაზე გემრიელი სალათა კრაბის ჩხირებით
ყველაზე გემრიელი სალათა კრაბის ჩხირებით
დრო 35წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბრინჯი - 200 გრ
  • კრაბის ჩხირები - 100 გრ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • კონსერვირებული სიმინდი - 200 გრ
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • კიტრი - 2 ცალი
  • მწვანე ხახვი და კამა - თითო კონა
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
  • მაიონეზი - გემოვნებით
მომზადების წესები
1. მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში. დავყაროთ თუშფალანგზე და დავწუროთ.

2. გადავავლოთ მდუღარე წყალი სიმინდის კონსერვს და ისისც კარგად დავწუროთ.

3. დავჭრათ კრაბის ჩხირები, მოხარშული კვერცხი, ცოცხალი კიტრი, ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი და კამა.

4. შევურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა, კარგად ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ.
ტეგები:
ბრინჯი ბოსტნეული სალათა კრაბი ნანახია: 17069