კვერცხის ცილა და მარილი ღრუბელივით ავთქვიფოთ, ნელ-ნელა ვუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ, სანამ მკვრივ ბეზეს მასას მივიღებთ, დავუმატოთ ვანილი და ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე სადილის კოვზით ერთმანეთისგან მცირე დაშორებით მოვათავსოთ. გამოვაცხოთ 130 გრადუსზე 1,5 საათის განმავლობაში, სანამ გამოშრება.დარბილებულ კარაქს შევათქვიფოთ შესქელებული რძე. ცალკე ავთქვიფოთ ცივი ნაღები და შაქრის პუდრი. ეს ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს და დავუმატოთ ვანილი.ჟურნალი "გემრიელი"გამოდის თვის დასაწყისში