ნამდვლი იტალიური პიცა
ნამდვლი იტალიური პიცა
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი პიცის უსწრაფესი რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გრ
  • გამაფხვიერებელი - 3 სკ
  • მარილი - 1/2 ჩკ
  • ბაზილიკი - 3 ჩკ
  • ნიორის ფხვნილი - 1/2 ჩკ
  • ზეთი - 3 სკ
  • თბილი წყალი - 300-350 მლ
  • სართავი - გემოვნებით
მომზადების წესები
1. გავახუროთ ღუმელი 220 გრადუსსზე.

2. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, ბაზილიკი, თუ გვაქვს ნიორის ფხვნილი და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.

3. ფქვილის ნარევს და ვუმატოთ ზეთი და თბილი წყალი. მოვზილოთ ელასტიური ცომი.

4. პიცის საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი და ზედ გავაბრტყელოთ მომზადებული ცომი. გვერდები ოდნავ, ლამაზად, ამოვუკეცოთ.

5. გამოვაცხოთ 10- 12 წუთი.

6. ზემოდან მოვაყაროთ ყველი, ლორი, ძეხვი, ზეთის ხილი ან ნებისმიერი
სართავი რაც გვესიამოვნება და გამოვაცხოთ კიდევ 8- 10 წუთი

ცომი გამოდის თხელი და ხრამუნა.

გემრიელად მიირთვით
ტეგები:
ცომი ყველი ნანახია: 28747