მოაჭერით წიწაკას თავები და ამოაცალეთ თესლი.შეურიეთ ერთმანეთს ფარში, პომიდვრის სოუსის ნახევარი, გატარებული ხახვი, ნიორი და ბრინჯი. დაამატეთ მარილი, პილპილი, სუნელები და მწვანილი. კარგად აურიეთ და ამოავსეთ წიწაკა ამ ფარშით. ჩაალაგეთ ქვაბში, მოასხით ცოტაოდენ წყალში გახსნილი პომიდვრის სოუსი და შედგით ღუმელში 180-200 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი. შეგიძლიათ მოამზადოთ ქვაბით, გაზქურის ზემოდან.