1. ბადრიჯანი, ყაბაყი და პამიდორი დაჭერით რგოლებად. ჩაალაგეთ რიგრიგობით ცხიმწასმულ მრგვალ ფორმაში. 2. დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა მოშუშეთ ზეთში, ჩაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კანგაცლილი პამიდორი. დაასხით წყალი და შუშეთ კიდევ 5 წუთი. ბოლოს უყავით დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წიწაკა. 3. მოასხით მომზადებული სოუსი ბოსტნეულს და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათი.