1. გასუფთავებული ქათამი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ.2. ქათამი რომ მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან და ნახარშში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ადუღეთ 5-10 წუთი.3. ფქვილი, კვერცხის გული და კვერცხის ცილა მოათავსეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში და გათქვიფეთ ცოტა ცივ წყალში. ჩაასხით ნახარშში ჯერ ფქვილიანი მასა, შემდეგ კი კვერცხის გული, თან ჩქარ-ჩქარა ურიეთ. ჩააყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქიმძი, კამა, ჩაასხით კვერცხის ცილა და ამოურიეთ. 4. ბოლოს უყავით მარილი და ძმარი.გემრიელად მიირთვით!