ბადრიჯანი გულსართით
ბადრიჯანი გულსართით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ამ კერძის მოსამზადებლად მსხვილი, განიერი ბადრიჯნები უნდა შეარჩიოთ. ბოსტნეულს მოშუშვისას შეგიძლიათ დაუმატოთ პამიდორიც

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • რეჰანი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ტკბილი წიწაკა - 4
  • ხახვი - 2
  • ბადრიჯანი - 2
  • ქინძი
მომზადების წესები
ბადრიჯანი გავრეცხოთ, შევაშროთ და სიგრძეზე, შუაში გავჭრათ.

თითოეული ნაჭერი ბასრი დანის საშუალებით ფრთხილად ჩავჭრათ გარშემო, შემდეგ კი ხელით ამოვიღოთ ბადრიჯნის რბილობი. ხახვი, ტკბილი წიწაკა და ბადრიჯნის რბილობი საშუალო ზომის კუბებად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ.

ნიორი და მწვანილი დავჭრათ. როდესაც ბოსტნეული კარგად მოიშუშება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი, ქინძი, ნიორი, მარილი და პილპილი. გულამოცლილ ბადრიჯანს მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და მოშუშულო ბოსტნეულით ამოვავსოთ.

ბადრიჯნები გადავიტანოთ ზეთმოსხმულ საცხობ ფურცელზე და წინასწარ გახურებულ ღუმელში შევდგათ. დაახლოებით 20 წუთში, როცა ბადრიჯანი ლამაზად დაიბრაწება, გამოვიღოთ, შევაგრილოთ და მივიტანოთ სუფრასთან. ამ კერძთან ერთად შეგვიძლია მივიტანოთ პიურე, ნივრით შეზავებული მაწონი, არაჟანი და ა.შ.

რჩევა
ამ კერძს ძალიან უხდება ყველი. შეგიძლიათ ბადრიჯანები სრულ მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოიღოთ აირღუმლიდან, მოაყაროთ გახეხილი ყველი და ისევ განაგრძოთ მზადება.