განსხვავებული ნამცხვარი "ზებრა"
განსხვავებული ნამცხვარი "ზებრა"
დრო 50წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კაკაო - 2 სკ
  • სოდა - 1 ჩკ
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 200 გრ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • კვერცხი - 5 ცალი
  • ვანილი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
1. კვერცხი და შაქარი ამოიყვანეთ მიქსერით გათეთრებამდე. ჩაამატეთ ფქვილი, სოდა, გამდნარი კარაქი, არაჟანი, ვანილი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. მიიღებთ თხელ არაჟნისებურ ცომს.

2. გაყავით ცომი ორ ნაწილად. ერთს ჩაამატეთ 2 სკ ფქვილი, მეორეს კი 2 სკ კაკაო.

3. 26-28 სმ დიამეტრის ყალიბს წაუსვით ცხიმი და ორივე ცომი ჩაასხით რიგ-რიგობით პატარა პორციებით.

4. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 30 -40 წუთი.
ტეგები:
ნამცხვარი კაკაო დესერტი ზებრა ნანახია: 49297