უგემრიელესი ჩახოხბილი - ჩემი რეცეპტი
უგემრიელესი ჩახოხბილი - ჩემი რეცეპტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათამი 1.5-2 კგ
  • პამიდორი 4-5, საშუალო ზომის და წვნიანი
  • ტომატ-პასტა 1 ს.კ
  • კვერცხი 1
  • ხახვი 1-2 თავი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ქინძი
  • რეჰანი
  • კარაქი 50 გ
  • წიწაკა
  • მარილი
მომზადების წესები
ქათამი დაჭერით ნაჭრებად.

ღრმა ქვაბში გაადნეთ ცოტა კარაქი და დააწითლეთ ქათმის ნაჭრები მსუბუქად. დააყარეთ დაჭრილი ხახვი, დააფარეთ თავზე და მოშუშეთ.
დაამატეთ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი და ცოტა წყალში გახსნილი ტომატი. წამოადუღეთ და ხარშეთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ ქათამი არ მომზადდება. ბოლოს ჩაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და სწრაფად მოურიეთ, რომ კარგად გაიხსნას. დაამატეთ დაჭრილი წიწაკა, ნიორი, მწვანილი და მარილი. კვერცხი აუცილებელი არ არის, მაგრამ ძალიან უხდება.
ტეგები:
ქათამი ჩახოხბილი სადილი ნანახია: 32010