ფარშირებული კარტოფილი ძეხვითა და ყველით
ფარშირებული კარტოფილი ძეხვითა და ყველით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ამ კერძის მომზადების შემთხვევაში თქვენს სტუმრებს სასიამოვნოდ გააოცებთ და სუფრასაც მეტად მომხიბვლელს გახდით.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 5 ცალი
  • კარაქი - 500 გრ
  • ძეხვი - 100 გრ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • არაჟანი ან მაიონეზი - 200 გრ
  • მაგარი სახეობის ყველი - 100 გრ
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
კანიანად მოხარშეთ კარ¬ტოფილი, კარგად გააშრეთ და გაყავით 2 ნაწილად. კოვზით ფრთხილად გამოაცალეთ გული, დააყარეთ მარილი და წიწაკა. ცალკე ჭურჭელში აურიეთ კარაქი, გახეხილი ყველი, კუბიკებად დაჭრილი ძეხვი, არაჟანი ან მაიონეზი, შავი პილპილი და კვერცხი და მომზადებული შიგთავსი გულგამოცლილ კარტოფილში გადაიტანეთ. ზემოდან დააყარეთ გახეხილი ყველი და შედ¬გით ღუმელში 180 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში.

რეკომენდაციები:
ფარშირებულ კარტოფილს განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებთ,
თუ მას ზემოდან დაჭრილ ავოკადოს მოაყრით.
ამ ორიგინალური კერძის მომზადება შეგიძლიათ სოსისითაც.
ფარშირებულ კარტოფილს ძალიან უხდება მწვანილი და პამიდორიც.

ტეგები:
კარტოფილი ყველი ძეხვი სადილი ნანახია: 4167