ომლეტი მექსიკურად
ომლეტი მექსიკურად
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 8 ცალი
  • ნატურალური იოგურტი, არაჟანი ან მაიონეზი - 3 სკ
  • ქინძი - 3 ღერი
  • ლაიმი - 2 ცალი
  • კიტრი - 1 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • კომბოსტო - 100 გრ
  • ხახვი - 1 ცალი
  • მაგარი ტიპის ყველი - 60 გრ
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. დააბლენდერეთ კიტრი, შეურიეთ 2 ლაიმის წვენი, იოგურტი ან არაჟანი, წვრილად დაჭრილი ქინძი და კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს.

2. წვრილად დაჭერით ხახვი, სტაფილო გახეხეთ, ასევე წვრილად დაჭერით კომბოსტო და ყველაფერი ერთად შეურიეთ მომზადებულ კიტრიან მასას. უყავით მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.

3. დაასხით ცხელ, ცხიმიან ტაფაზე ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი, დააფარეთ თავი და შეწვით.

4. გადმოიტანეთ თეფშზე, მოათავსეთ ზემოდან მომზადებული სალათა და რულეტისებურად გადაახვიეთ.

გემრიელად მიირთვით!