გუფთები ბულგურით
გუფთები ბულგურით
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ბულგური ხორბლის ბურღულია, რომლის ჩანაცვლებაც შეგიძლიათ მრგავლი ბრინჯით ან ქერის ან ხორბლის სხვა ბურღულით.

ინგრედიენტები

  • ძირა - 1 ჩ.კ
  • ბულგური - 1/2 - 1 ჭ
  • კვერცხი - 1
  • სტაფილო - 2
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • მწვანე ხახვი - 3 ღერი
  • წყალი - 2.5 ლ
  • ხახვი - 5
  • ქათმის ხორცი - 200 გ
  • ღორის ხორცი, რბილი - 300 გ
  • ტომატ-პასტა - 2 ს.კ
  • ზეთი - 5 ს.კ
  • შაქარი - 1 ჩ.კ
  • ნიორი - 6 კბ
  • მარილი და პილპილი
  • მანანის ბურღული - ამოსავლებად
მომზადების წესები
მოვამზადოთ გუფთები: ღორისა და ქათმის ხორცი, 2 თავი ხახვი, მწვანე ხახვი, 1 სტაფილო და მწვანილის ნახევარი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ კვერცხი, ძირა, მარილი, პილპილი, ბულგური და კარგად მოვზილოთ. გავაკეთოთ საშუალო ზომის ბურთულები და ამოვავლოთ მანის ბურღულში.

ტაფაზე დავასხათ ზეთი, ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და ნიორი და მოვშუშოთ. როცა ხახვი ჩარბილდება, მოვაყაროთ შაქარი და მარილი, დავუმატოთ 2 ჭიქა წყალში გახსნილი ტომატის პასტა, სანელებლები და ბოლომდე მოვშუშოთ.

2 ლ წყალში ჩავყაროთ დაჭრილი სტაფილო და ავადუღოთ. შემდეგ მოვურიოთ კოვზით, რომ ქვაბში წყალი დატრიალდეს და ფრთხილად ჩავუშვათ გუფთები. 10 წუთის დუღილის შემდეგ ჩავამატოთ ტომატიანი მასა და ვხარშოთ მომზადებამდე. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.