უგემრიელესი ბერძნული კერძი
უგემრიელესი ბერძნული კერძი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი, რბილი 600 გ
  • სტაფილო - 2 ცალი
  • ხახვი - 2 ცალი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • წითელი ღვინო - 250 მლ
  • ზეთის ხილი - 60 გრ
  • ოხრახუში
  • მწვანე ხახვი
  • მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
ხახვი და ნიორი წვრლად დავჭრათ, სტაფილო რგოლებად. მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში, დავამატოთ დაჭრილი საქონლის ხორცი და სანახევროდ შევწვათ.
დავასხათ ღვინო, დავამატოთ დაჭრილი ზეთისხილი და დავაფაროთ თავზე. მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე სანამ ხორცი დარბილდება, თუ წვენი დაიშრო, ცოტა წყალი დავასხათ.

ბოლოდ დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.

გარნირად შეგვიძლია მოვუმზადოთ კარტოფილი, ბადრიჯანი და სხვა სასურველი ბოსტნეული
ტეგები:
კარტოფილი ხორცი სადილი ნანახია: 12231