როგორ მოვამზადოთ ლავაშის უგემრიელესი როლები?
როგორ მოვამზადოთ ლავაშის უგემრიელესი როლები?
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
დიასახლისებო, გაანებივრეთ ოჯახის წევრები

ინგრედიენტები

  • ხახვი 1 მოზრდილი
  • ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • პომიდორი 1 ცალი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • სომხური ლავაში
  • რბილი ყველი
მომზადების წესები
1. ზეთში მოშუშეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ჩაამატეთ სიგრძეზე დაჭრილი ბულგარული, გახეხილი სტაფილო, ნიორი, დაჭრილი პომიდორი და ხშირი მორევით გააჩერეთ ცეცხლზე სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. უყავით მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.

2. გაჭერით სომხური ლავაში 4-ად, ჩაუდეთ ერთი ნაჭერი ჭყინტი ყველი, 1 თავიანი სუფრის კოვზი მომზადებული გულსართი და ლამაზად გადაახვიეთ. შეწვით ცხელ, ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
ტეგები:
ყველი საუზმე ლავაში ნანახია: 12143