მოშუშეთ ხახვი ბლომად ზეთში, დაამატეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ნიორი. გააჩერეთ ცეცხლზე 5-7 წუთი. დაამატეთ გახეხილი პომიდორი და ტომატის პასტა. შეკმაზეთ მარილით, წითელი წიწაკით. ჩაახალეთ შიგ მთელ-მთელი კვერცხი, დააფარეთ თავი და დატოვეთ კვერცხის მომზადებამდე. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.გემრიელად მიირთვით!