1. ქათამი დავჭრათ, ჩავაწყოთ ქვაბში და მოვშუშოთ, დავაყაროთ ხახვი ჩავამატოთ კარაქი და გავაგრძელოთ შუშვა თავღია ქვაბში 15-20 წუთის განმავლობაში. 2. გავხეხოთ პომიდორი, დავასხათ მოშუშულ ქათამს, დავახუროთ თავი და ვადუღოთ ხორცის მოხარშვამდე, შემდეგ კარგად გავთქვიფოთ 2 კვერცხი და ნელ-ნელა ჩავამატოთ. შევაზავოთ მწვანილით, წიწაკით და მარილით. გემრიელად მიირთვით!