დანიური ნამცხვარი
დანიური ნამცხვარი
დრო 180წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ჩვენ "გემრიელის" პირველ ნომერში პროფესიულ კოლეჯ "იკაროსის პედაგოგის, ქალბატონ თამარ ელისშვილის რეცეპტი, რომელიც მან თავის სტუდენტებთან ერთად მოამზადა. ქალბატონი თამარი და პროფესიული კოლეჯი "იკაროსი" ამჯერადაც სთავაზობს ჩვენს მკითხველს გემრიელი ნამცხვრის რეცეპტს.
 

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გ
  • მშრალი საფუარი - 1 ს.კ
  • კვერცხი - 1
  • რძე - 300 მლ
  • გამდნარი კარაქი - 50 გ
  • გამდნარი კარაქი - 100 გ გადასასმელად
  • ქიშმიში - 200 გ
  • ნუში - 100 გ
  • შაქარი - 50 გ
  • კონიაკი
მომზადების წესები

მოვამზადოთ ცომის ხაში ("ოპარა"): თითო სადილის კოვზი შაქარი, ფქვილი და საფუარი ავურიოთ და ნელ-ნელა დავუმატოთ თბილი რძე, დავაყაროთ ცოტა ფქვილი და დავდგათ, რომ აფუვდეს.

დანარჩენი ფქვილი მოვათავსოთ თასში, დავუმატოთ აფუებული მასა, კვერცხი, მარილი და ვზილოთ. ხელი დავისველოთ გამდნარ კარაქში, შემდეგ მოვათავსოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად. ამასობასი ქიშმიში გავრეცხოთ, ხელსაწმენდზე შევაშროთ, გადავიტანოთ პატარა ჯამში და დავალბოთ კონიაკში.

გაფუებული ცომი გავაბრტყელოთ და წასასმელად გამზადებული კარაქი წავუსვათ, ზემოდან მოვაყაროთ ქიშმიში, ნუში და გადავახვიოთ რულეტივით. შემდეგ დავჭრათ 2-3 სმ სისქის ნაჭრებად და მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე. ნამცხვარი კიდევ დავდგათ ასაფუებლად. გამოვაცხოთ კარგად გახურებულ ღუმელში 25 წუთის  განმავლობაში.

 

ტეგები:
ცომეული ფუნთუშა ქიშმიში ნანახია: 204297