ბლენდერში ჩაყარეთ ვანილის ორცხობილა და ბოლომდე დაფქვით.დაამატეთ კარაქი,შაქარი,კაკაო და ისევ ჩართეთ ბლენდერი.გათქვიფეთ ერთიანი მასის მიღებამდე.კარგად გააცხელეთ საცხობი ფორმა და ჩაასხით მიღებული მასა (ფორმა აუცილებლად უნდა იყოს მაღალი),კიდეებში ამოწიეთ,რომ ტორტზე სხვა ფენები დაეტიოს.ბლენდერში მოათავსეთ ხაჭო და ათქვიფეთ კრემისებურ მასამდე,ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი და ნაღები,ათქვიფეთ.ბოლოს,დაამატეთ კვერცხები სათითაოდ. ცალკე ათქვიფეთ ჟოლო, კოვზით შეურიეთ ხაჭოიან მასას და მიღებული მასა ჩაასხით საცხობ ფორმაში.კარგი იქნება,თუ საცხობ ფორმას ქვემოდან ფოლგას გაუკეთებთ,რადგან ხაჭოს ტორტი ორთქლზე უნდა გამოცხვეს.ამ შემთხვევაში,ფოლგა დაიცავს დესერტს წყლის მოხვედრისგან.აავსეთ წყლით ფორმის ქვეშ დასადგამი ორთქლის ჯამი ნახევრამდე და დაუდეთ ქვეშ ჟოლოს ტორტს.უცვლელ ტემპერატურაზე 175 ჩ გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში.ღუმელიდან გამოღებული ტორტი ცოტა ხანი არამყარი იქნება,მაგრამ,საბოლოოდ გამკვრივდება,როცა მაცივარში მოათავსებთ.მოხსენით საცხობ ფირფიტას ქვეშ მიმაგრებული ფოლგა და გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში.