კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, ჩაამატეთ სოდიანი მაწონი, გამდნარი კარაქი, ვანილი, მარილი და ფქვილი. ბოლოს შეურიეთ კარგად დამწიფებული, დაჭრილი, შავი ქლიავი და მოათავსეთ ცომი ცხიმწასმულ ყალიბში. თავზე მოაწყვეთ შუაზე დახეთქილი შავი ქლიავი და გაოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ კარგად არ გამოშრება.გაგრილებულს მოაყარეთ შაქრის პუდრი.