ხორცი, ბოსტნეული, პური და მწვანილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ აჯიკა, მარილი, კვერცხი და კარგად მოვზილოთ. სველი ხელებით მოვამზადოთ გუნდები, ამოვავლოთ საფანელში და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთიან ტაფაზე. გარნირად მოუხდება ბოსტნეულის სალათები, შემწვარი და მოხარშული კარტოფილი და სხვა.რჩევა: აჯიკის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხარე წითელი წიწაკა, შავი და თეთრი პილპილი და სხვა ცხარე საკმაზები.