ქათმის კატლეტი
ქათმის კატლეტი
დრო 9წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ეს ორიგინალური კატლეტი ტრადიციული ვარიანტისაგან იმით განსხვავდება, რომ აქვს გამოკვეთილი ტკბილი წიწაკისა და ბოსტნეულის არომატიც.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 1
  • თეთრი პური - 1 ნაჭერი
  • აჯიკა - 1 ს.კ
  • ხახვი - 1
  • ტკბილი წიწაკა - 1
  • სტაფილო - 1
  • ქათმის ფილე - 500 გ
  • ქინძი და ოხრახუში - 1 კონა
  • მარილი
  • საფანელი
მომზადების წესები
ხორცი, ბოსტნეული, პური და მწვანილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

დავუმატოთ აჯიკა, მარილი, კვერცხი და კარგად მოვზილოთ.

სველი ხელებით მოვამზადოთ გუნდები, ამოვავლოთ საფანელში და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთიან ტაფაზე.

გარნირად მოუხდება ბოსტნეულის სალათები, შემწვარი და მოხარშული კარტოფილი და სხვა.

რჩევა: აჯიკის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხარე წითელი წიწაკა, შავი და თეთრი პილპილი და სხვა ცხარე საკმაზები.