1. 6 კვერცხის გული ათქვიფეთ 2 ჭიქა შაქართან, ჩაამატეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი სოდით, ვანილი, მარილი, კაკაო და ფქვილი. ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე. 2. ბეზე: 6 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, ნელ-ნელა ჩააყარეთ 360 გრ შაქარი, ვანილი, მოათავსეთ ცხიმწასმულ ქაღალდიან ფორმაში და გამოაცხვეთ 120 გრადუსზე, სანამ კარგად არ გამოშრება. 3. კრემი: კარგად ათქვიფეთ 500 გრ კარაქი, ნაწილ-ნაწილ შეურიეთ 2 ქილა შესქელებული რძე, ჩაამატეთ ვანილი, კაკაო და უნალექო ყავა. 4. მომზადება: გაყავით ბისკვიტი 2 ნაწილად, წაუსვით ერთ ნაწილს კრემი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მოხალული თხილი, დაადეთ ზემოდან ბეზე, წაუსვით კრემი, მოაყარეთ კვლავ თხილი, დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი, მოასხით გამდნარი შოკოლადი და გააჩერეთ გრილ ადგილას 3-4 საათი. გემრიელად მიირთვით!