გახსენით კაკო და ხსნადი ყავა წყალში.2. კვერცხის გული ათთქვიფეთ 180 გრ შაქართან ერთად, დაამატეთ მცენარეული ზეთი და შეურიეთ ყავის და კაკაოს ხსნარს.ჩაამატეთ გამაფხვიერებელი, სოდა, ვანილი და ფქვილი.3. ამოიყვანეთ კვერცხის ცილა გათეთრებამდე, ნელ-ნელა ჩააყარეთ შაქარი და ისიც შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.4. ჩაასხით მოზადებულ ცომი ცხიმწასმულ ყალიბში და შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50 წუთი. რომ გამოცხვება, გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ შიგ ბისკვიტი 5-6 საათი.5. კრემი: კვერცხის გულს შეათქვიფეთ 1/4 ჭიქა წყალი, შესქელებული რძე და შემოდგით ნელ ცეცხლზე. რომ გასქელდება, გადმოდგით და ჩაადნეთ შიგ შოკოლადი, ათქვიფეთ და გააგრლეთ.მიქსერით კარგად ამოიყვანეთ კარაქი, ჩაამატეთ კონიაკი, ვანილი და ნელ-ნელა შეურიეთ მომზადებულ კრემს. 6. მომზადება: გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით 3 ნაწილად. ორ ფენას წაუსვით კრემი, ხოლო ბოლო ფენას მოასხით გამდნარი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!